საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილი: ქცევის ნორმები ყველგან გვჭირდება ქართველებს

საერთოდ, ქცევის ნორმები ყველგან გვჭირდება ქართველებს, რომ ვისწავლოთ. გვაკლია, რა თქმა უნდა. გვაკლია კულტურა ქვეყნის მართვის, არა იმიტომ, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ სხვებზე. ჩვენ ძალიან ცოტა პრაქტიკა გაქვს, ცოტა გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, რაც უფრო მალე დავიხვეწებით და მეტ ნორმებს შემოვიღებთ, რომელსაც გავითვალისწინებთ ოღონდაც (ქართველებმა ვიცით კანონების შემოღება, ოღონდ გათვალისწინება გვიჭირს ხშირად), რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით, პარლამენტშიც როგორ მოვიქცეთ, ქუჩაშიც როგორც მოვიქცეთ და არ მოხდეს მსგავსი, რაც მოხდა კორცხელში, უფრო კარგი იქნება, უფრო განვვითარდებით და ჩვენი სახელმწიფო შედგება და იქნება წარმატებული. 

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში ქცევის კოდექსის შემოღებაზე.

კომენტარები