ლარის გაუფასურება

ლარზე ზეწოლა გრძელდება, ლარი დოლართან 1.1 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 0.16

ტაბულა

ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის ოფიციალური შედეგებით, გაუფასურებამ დოლართან მიმართებით 1.1 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 0.16 თეთრი. 1 აშშ დოლარი 2.224 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო -2.51 ლარი. წინა ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ფასი 2.2128 ლარი იყო, 1 ევროსი კი - 2.5095. ერთი კვირის წინ ერთი დოლარის ღირებულება 2.1322 ლარს შეადგენდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რატომ უფასურდება ლარი, რადგანაც ივნისის თვის სტატისტიკური მონაცემები ივლისამდე არ გამოქვეყნდება.

კომენტარები