საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ინიცირებული ახალი ცვლილება მოსწონს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკის. "3 თვით ადრე იქნება, ერთი თუ ორი თვით ადრე, მოსამართლე უნდა აირჩიონ. რასაკვირველია, უმჯობესია, 3 თვით ადრე ჰქონდეს დამსახელებელს საშუალება, დაასახელოს კანდიდატურა და მეტი დრო ჰქონდეს კონსულტაციებისთვის, შეთანხმებისთვის, ვიდრე დროში იყვნენ შეზღუდული. გარდა ამისა, ეს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა", - თქვა ვოლსკიმ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილების თანახმად, ახალი მოსამართლის არჩევა შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღის. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს სხვა მოსამართლის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე ირჩევენ.





