ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის ოფიციალური შედეგებით, გაუფასურებამ დოლართან მიმართებით 3.2 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 4.
1 აშშ დოლარი 2.21 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.50 ლარი. წინა ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ფასი 2.136 ლარი იყო, 1 ევროსი კი - 2.395.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რატომ უფასურდება ლარი, რადგანაც ივნისის თვის სტატისტიკური მონაცემები ივლისამდე არ გამოქვეყნდება.





