ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ყალბი ასდოლარიანი კუპიურების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.

"დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირებზე ყალბი ასდოლარიანი კუპიურები გაასაღა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას საერთო ჯამში ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები