შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ე.წ რეიდების დროს, სისხლის სამართლის 182 დანაშაული გამოვავლინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

16-18 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა. ე.წ რეიდების დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საპოლიციო კონტროლის შედეგად, გამოავლინეს სისხლის სამართლის 182 დანაშაული, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 61 ფაქტი; მკვლელობის მცდელობის (სსკ 19 -109-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.

შსს-ს ცნობითვე, საპოლიციო კონტროლის დროს, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი; დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 16 ფაქტი.

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 6 ავტომატი; 4 პისტოლეტი; 1 რევოლვერი; 2 საფანტის პისტოლეტი; 3 შაშხანა; 15 გადაჭრილი სანადირო თოფი; 1 სანადირო თოფი; 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 4 ყუმბარმტყორცნი; 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი; 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი; 2 ნაღმმტყორცნი; 14 ამფეთქი ფალია; 71 ხელყუმბარა; 6 კაფსულ-დეტონატორი; 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი; 7 აბი „დიფენოქსილატი"; 109 ძირი კანაფი; 7 შეკვრა მარიხუანა; 2 შეკვრა „ჰეროინი"; 1 შეკვრა „სუბოტექსი"; 1 შეკვრა „ოპიუმი"; 49 აბი „ტრამადოლი"; 50 აბი „ფსევდოეფედრინი"; 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი" - აცხადებს შსს.

16-18 ივნისს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის მიზეზად, შსს დანაშაულის პრევენციასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ასახელებს. 

კომენტარები