თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობას გეგმავს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ PalitraNews-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, რომ უკვე მზად არის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ათ ლოკაციაზე კონკურსი გამოცხადდება.
“დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ მრავალსართულიანი პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ”, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერია
პარკინგის მშენებლობისთვის ინვესტორებს მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

ტაბულა




