ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ცვლილებამ დოლართან მიმართებით 4.3 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 5.6.
1 აშშ დოლარი 2.179 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.451 ლარი. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ფასი 2.136 ლარი იყო, 1 ევროსი კი - 2.395.





