ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: კორცხელის საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფელ კორცხელის საბავშვო ბაღის დირექტორის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის თენგიზ გუნავას თქმით, საბავშვო ბაღის დირექტორის ირმა ნაჭყებიას გათავისუფლებას წინ უძღვოდა მუქარა გამგებლისა და გუბერნატორის მხრიდან.

"მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ უმსგავსობას დაანებოს თავი. მოხსნით, დაშინებით ვერაფერს ვერ მიაღწევს. ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთლიანად საქართველოში", - თქვა თენგიზ გუნავამ.

ირმა ნაჭყებიას თქმით, მას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა განუცხადა, რომ თუკი მისი მეუღლე არ შეწყვეტდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, მას მოუწევდა საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობის დატოვება.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ არავითარ პოლიტიკურ დევნას არ ჰქონია ადგილი და ირმა ნაჭყებია შიდა აუდიტის ბოლო დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან.

კომენტარები