ვანო მერაბიშვილის საქმე

ჰერმანი: გავაგრძელებთ საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროსაბჭოსთან. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და გონივრული საფუძველი ჰქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოსახდენად. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მზადაა კვლავ გამოიძიოს ის საქმეები, რომლებიც მოყვანილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში და რომლებიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რათა მან დამოუკიდებლად იმუშაოს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები