რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას, ძალიან გრძელ ვადაზე არ იქნება ლაპარაკი, როგორც იცით, ევროპარლამენტში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პარლამენტი დამოუკიდებელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განხილვის პროცესი მალე დასრულდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი. რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული
tbl.ge/1rk8
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერკელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ოფიციალური თარგმანი.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




