FIFA

ბლატერი UEFA-ს კენჭისყრების გაყალბებაში ადანაშაულებს

ზეფ ბლატერი
The Guardian

FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი სეპ ბლატერი UEFA-ს კენჭისყრების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ბლატერმა გაყალბების მეთოდებიც ახსნა. მისი თქმით, კენჭისყრამდე ბურთულებს, რომლებშიც გუნდების სახელებია მოთავსებული, მაცივარში დებენ და აცივებენ. კენჭისყრისას, ადამიანი, რომელსაც ბურთულები თასიდან ამოაქვს, გრძნობს, ცივია თუ თბილი ბურთულა, შესაბამისად, იცის რომელ ბურთულაში რომელი გუნდია და ამ მეთოდით ადგენს სასურველ წყვილებს.

ბლატერის თქმით, "მე შევსწრებივარ მსგავს ფაქტს UEFA-ს კენჭისყრების დროს, მაგრამ FIFA-ში იგივე რამ არ მომხდარა".

UEFA-ს წარმომადგენლების თქმით, ბლატერის ბრალდებები უსაფუძვლოა და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

კომენტარები