რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. პროცესი დილის 10 საათზეა ჩანიშნული.

რუსთავი ორის ცნობით, ინფორმაცია სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ TV საქართველოს იურისტებს შეატყობინა. შესაბამისად, რუსთავი ორის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ ისინი დღესაც არ დაუშვას დარბაზში და არ დაასწროს გადაწყვეტილების გამოცხადებას.

რუსთავი ორის საქმის განხილვა სამშაბათს, 7 ივნისს დასრულდა. კოლეგიამ განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე დასჭირდებოდათ.

რუსთავი 2-ის იურისტები ფიქრობენ, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება იქნება რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო.

სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნატა ნაზღაიძე მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით. შესაბამისი შუამდგომლობით რუსთავი 2-ის იურისტებმა კოლეგიას გუშინ მიმართეს. მათი შეფასებით, იუსტიციის საბჭოდან მიღებული დოკუმენტები მოსამართლის აცილების საფუძველია. იუსტიციის საბჭოდან მიღებული დოკუმენტის თანახმად, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის სპეციალისტია.

კომენტარები