ერაყში ISIS-ის მიერ მოწყობილ ორ აფეთქებას მინიმუმ 28 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი ტერაქტის შედეგად, მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.

ერაყის პოლიციის ცნობით, ერთი დანაღმული ავტომობილი ბაღდადის კომერციულ ცენტრში, მეორე კი სამხედრო საგუშაგოსთან აფეთქდა.

ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 

კომენტარები