არჩევნები 2016

ენმ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას დღეს წარადგენს

ელენე ხოშტარია
საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება. პარტია ხოშტარიას კანდიდატურას დღეს წარადგენს. 

"ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია ვაკეში გადატვირთული მშენებლობების პრობლემის გადაჭრა, პარკინგის პრობლემის გადაჭრა, გამწვანების პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ იყო სათანადოდ მიხედილი", - ამბობს ხოშტარია და აღნიშნავს, რომ "მნიშვნელოვანია, პოლიტიკასა და პარლამენტში მოსვლა უკავშირდებოდეს კონკრეტული უბნის კონკრეტული პრობლემების გადაჭრას".

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნაციონალური მოძრაობა მათ ეტაპობრივად წარადგენს.

კომენტარები