სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 26 აპრილიდან დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1968 წელს დაბადებული ბახლულ ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.
დაკავებული გადაყვანილია N8 პენიტენციარულ დაწესებულებაში.





