ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა

Justyna Mielnikiewicz / nytimes.com

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნული მან ტელეკომპანია ტაბულას კითხვის საპასუხოდ თქვა. თუმცა, ჟურნალისტის დაინტერესების მიუხედავად, ივანიშვილს არ განუმარტავს თავისი მოსაზრების საფუძველი.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა. მე ეს აღწერილი მაქვს", - თქვა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხების პირველ ოთხეულში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე და პენსიებია.

ასევე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 3% მიიჩნევს, რომ კარგია.

კომენტარები