ისანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ყოფილმა ქმარმა ესროლა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





