შიდა პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ცხოვრების ინტეგრალური ნაწილია და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩებიც და სხვებიც, ამასაც მიაქცევენ ყურადღებას. მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სამწუხაროდ, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო, ხანდახან არ ფიქრობს, რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი და შეიძლება, ამითი დააზარალოს თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ან სხვა რამ. კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც ასე ვთქვათ, რაღაც ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს - გადაჭარბებულს, არარეალურს, იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება.
tbl.ge/1q52
დაკოპირდა

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ და, მისი აზრით, გადაჭარბებულ ინფორმაციას ავრცელებენ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




