პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოზე პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიარა

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიარა. შენიშვნებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა.
 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.

კომენტარები