პრეზიდენტის ვეტოზე დღეს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტის კომიტეტში დღეს იმსჯელებენ. განხილვა 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იქნება.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. ამასთან, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს".

ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც თქვეს, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.

კომენტარები