რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე R2-ზე: პროცესები არ მიმდინარეობს დაჩქარებულად

პროცესების მიმდინარეობას რაც შეეხება, როგორ მიმდინარეობს დაჩქარებულად? თუ არ ვცდები, რამდენიმე თვეა, ეს პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე გამიჭირდება საუბარი, სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან, რაიმე განცხადებები გავაკეთო ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე. ჩემი განცხადებები შეიძლება, აღიქვან ერთი ან მეორე მხარის ზეწოლად, თუნდაც თანადგომად. დაველოდოთ, სასამართლო ქვეყანაში არის დამოუკიდებელი. ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. ის წლები აღარ არის საქართველოში უკვე, როდესაც ერთ დღეს იჭერდნენ, ერთ დღეს ასამართლებდნენ და ერთ დღეს გირაოთი ათავისუფლებდნენ. მორჩა, ეს დრო აღარ არის საქართველოში.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსთავი 2-ზე საუბრობს, ელექტროენერგიით ვაჭრობის სამიტზე.

კომენტარები