მაესტრო

ღლონტი: "ირაკლი რუხაძე და კომპანია" მაესტროს პრინციპული ადამიანებისგან დაცლის

მივმართავთ "მაესტროს" ჟურნალისტებს:

გიორგი ისაკაძის "მაესტროდან" გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს "ქართული ოცნება" "იმედის" მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ "მაესტროს" სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში "ირაკლი რუხაძე და კომპანია" აუცილებლად დაცლის "მაესტროს" პრინციპული ადამიანებისგან!

 

ტელეკომპანია მაესტროს მეწილეების მამუკა ღლონტის (15%) და ეკა აკობიას (5%) მიმართვა მაესტროს ჟურნალისტებს, რომელიც ღლონტმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები