ერაყში ISIS-ის მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და მიმდებარე ქალაქებში მომხდარ ტერაქტების სერიას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა შააბის რაიონში სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მანქანაში აიფეთქა თავი. ბაღდადის ბაზართან დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა. მესამე აფეთქება კი, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტარმიაში ბაზართან ახლოს მოხდა.

ტერაქტების შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ სახელდება, ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის ზრდას ელის.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აღსანიშნავია, რომ დღეს, ერაყის სამთავრობო სამხედრო ძალებმა ქალაქ ფალუჯის დასაბრუნებლად შეიარაღებული თავდასხმა დაიწყეს.

კომენტარები