აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

აშშ-ის ლიბერტარიანულ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე გერი ჯონსონი წარადგენს

Flickr

აშშ-ის ლიბერტარიანულმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატი, ნიუ მექსიკოს ყოფილი გუბერნატორი გერი ჯონსონი წარადგინა.

მან ლიბერტარიანული პარტიის პრაიმერების მეორე რაუნდში ხმების 55% მოაგროვა.

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კი, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი ბილ უელდი გახდა.

ჯონსონმა წინასაარჩევნო გამოსვლებისას არაერთხელ გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მის პოლიტიკას მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით "ჩვეულებრივი რასიზმი" უწოდა.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები