კორცხელის ინციდენტი

ჩაფიძე კორცხელის ინციდენტზე: ეს იყო ენმ-ის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია

ეს არის კიდევ ერთი ძალიან ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ არავითარი საჭიროება ბატონი კახი კალაძის დაკითხვისა, არ არსებობს. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველი ორგანოები ყველა ასეთ პროვოკაციას აღკვეთენ დროულად. ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ ბატონი კახი კალაძის დაკითხვისა, მე ვხედავ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დასმის საჭიროებას, თუნდაც სამოქალაქო წესით, რომლებიც ასეთ სერიოზულ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ ჩვენი გუნდის ლიდერის წინააღმდეგ.

ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ჩაფიძე კორცხელის ინციდენტზე.

კომენტარები