კორცხელის ინციდენტი

პრემიერი: ჩვენს მხარდამჭერებს თმენის უდიდესი ვალდებულება აკისრიათ

კორცხელის ინციდენტი არის ძალიან მიუღებელი და სამწუხარო. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება და მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის და ასეთი ტიპის დაპირისპირების გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის უმნიშვნელოვანესი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება თმენის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ასევე სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთი დონის თმენის ვალდებულება ეკისრებათ და მათი პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერების, რომლებმაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელის ინციდეტზე.

კომენტარები