კორცხელის ინციდენტი

პროკურატურა კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით კალაძის დაკითხვას არ აპირებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურა კორცხელის ინციდენტზე ვიცეპრემიერის, კახა კალაძის დაკითხვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შოთაძის თქმით, პროკურატურა ენმ-ის წევრებს, გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას დაკითხავს, ხოლო კალაძის დაკითხვას ისინი არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის წევრებს - გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს.

კომენტარები