კორცხელის ინციდენტი

მაჭავარიანი კორცხელზე: გამოძიება სათანადოდ რომ ჩატარდეს, ხელს კალაძეს დაადებენ

სასამართლო არ მიიღებს არანაირ აღკვეთის ღონისძიებას, ეტყვის, რომ ეს ხალხი თანამშრომლობს გამოძიებასთან. ეს სცენარი არის ივანიშვილი-კალაძის, ვინაიდან კალაძემ შექმნა ეს ჯგუფი, ის არის ამ ჯგუფია პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ კალაძის პასუხისმგებლობას, მის დაკითხვას, იმიტომ, რომ გამოძიება რომ ჩატარდეს ნორმალურად და არა ისე, როგორც ახლა - უნიათო და უპასუხისმგებლო შინაგან საქმეთა მინისტრი იქცევა და პროკურორი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, რა თქმა უნდა, ყველა დაადებს კალაძეს ხელს, იმიტომ, რომ მან შექმნა ეს ჯგუფი, ეს ჯგუფი პირველად გამოჩნდა გარდაბანში, ეს ჯგუფი გამოჩნდა კორცხელში, ეს ჯგუფი გამოჩნდება 8 ოქტომბერს

ენმ-ის წევრი მიხეილ მაჭავარიანი სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარ ინციდენტზე

კომენტარები