26 მაისი

კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება

რთული გზა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ძალიან გრძელი გზა და ძალიან რთული იყო ასევე თავისუფლების მოპოვება. ამ ბრძოლაში ჩართული იყო სრულიად საქართველო, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება და ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც აზროვნებენ სახელმწიფოებრივად.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე დამოუკიდებლობის დღეზე.

კომენტარები