26 მაისი

პრემიერი ჯარისკაცებს: საქართველოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია

წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ - საქართველოს ჯარისკაცებო. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისთვის, დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მჯერა, პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლის წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა. არასოდეს დავიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას. საქართველოს სამსახური ყველზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს ზურგსუკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულების მიერ სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები