ლომჯარია: არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციები დიდი დარტყმის ქვეშ ვიქნებით

გუშინდელმა არჩევნებმა ერთი რამ ნათლად დამანახა, მომავალ არჩევნებზე ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ვიქნებით სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, გულშემატკივრები და მოკავშირეები ორგანიზებულად შემოგვიტევენ იმისთვის, რომ ჩვენი განცხადებების ტექსტი არ ემთხვევა მათი პარტიული ლექსიკის ესთეტიკას, ასევე, გაგვიხსენებენ 9 წლიან პერიოდში ჩვენს მოღვაწეობას, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერები აქტიურად გააგრძეელებენ "სად იყავით 9 წლის" რიტორიკას

წერს სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია საკუთარ Facebook-ზე

კომენტარები