მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

პრეზიდენტი ე.წ. საზღვართან მკვლელობაზე: კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას

გუშინ ხურჩაში მოხდა მკვლელობა. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა უკვე მოახდინეს ამ საკითხზე რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაყენებული არიან საქმის კურსში. მინდა, გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღეში იქნება გაეროს ერთ-ერთი უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი ფორუმი ადამიანის უფლებებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე და იქ ბუნებრივია, მე ამ საკითხს დავაყენებ, მაგრამ დღეს, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდავვლილის ოჯახს. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვართ და რომელიც აუცილებლად დაიძლევა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე, ხურჩაში, რუსი ე.წ მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ.

კომენტარები