პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებებით სასამართლო იზღუდება და პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.
ჯერჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ცვლილებებს ვეტოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონის ფორსირებულად მიღების გამო ნეგატიური განწყობა აქვს.
ამ დროისთვის, გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა აქვს.





