მკვლელობა

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ საოკუპაციო ხაზთან ქართველი მამაკაცი მოკლა

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მკვლელობა მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი მამაკაცი ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსმა ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს ბარძაყის, მუცლისა და სახის არეში. გამოძიება ზუგდიდის პოლიციაშია დაწყებული.

კომენტარები