გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, რამდენად იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი ამ ცვლილების[საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში] განხორციელება. პროცედურულად გარკვეულწილად დარღვევით წარიმართა ეს პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხაროა. პროცედურულ დარღვევაში იგულისხმება თუნდაც დაჩქარებული წესით განხილვა. ასევე ის პროცედურები, რომელიც არის გაწერილი ასეთი საკითხების განხილვისას, როდესაც კანონპროექტის ბოლო ვერსიაში გაჩნდა საკითხები, რომლებიც მანამდე არ იყო. კითხვის ნიშნებია.
ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონზე: დარღვევებით წარიმართა პროცესი
tbl.ge/1or0
დაკოპირდა

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების შესახებ. ის მესამე მოსმენით უკვე მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს.




