ე.წ. კაბელების საქმე

რატიანი კაბელების საქმეზე: ივანიშვილმა დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ეხმაურება და განაჩენს ამაზრზენს უწოდებს.

"ის, რაც დღეს სასამართლოში მოხდა, იყო ამაზრზენი და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა სრულიად სასამართლო ხელისუფლება. მას სურს ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება. მაგრამ დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული იმიტომ, რომ მსგავს რამეს საზოგადოება არ პატიობს. დღეს რაც მოხდა, იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პროცესი, რაც კი ჩვენ გვინახავს ბოლო 4 წლის განმავლობაში", - თქვა რატიანმა.

კომენტარები