ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე: ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს ბოლოს მოუღებს

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უსამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, გარდა ამისა, მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე, პატიმრობის შეფარდებაზე.

კომენტარები