ნაცვლიშვილი საკონსტიტუციოს რეფორმაზე: ცვლილებები კონკრეტულ სიტუაციასაა მორგებული

ჩვეულებრივი არაიურისტისთვისაც გასაგებია, რომ ეს ცვლილებები არის მორგებული კონკრეტულ სიტუაციას და არის ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გაბრაზებით. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. სახელმწიფოებრივი მიდგომებია საჭირო მაშინ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. სამწუხაროდ, ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ეს არის ძალიან საშიში რეფორმა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში

კომენტარები