რატიანი: უმრავლესობა ცდილობს ხვალ ყრილობაზე ივანიშვილს ძღვენი მიართვას

ის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში პარლამენტში ხდება, ქართული პარლამენტარიზმისა და კონკრეტულად ამ მოწვევის პარლამენტის სამარცხვინო ფურცელია. ამ ორი დღის, დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა შეგვეჩერებინა ეს კანონი, რომელიც ანგრევს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ საქმე გაცილებით უფრო მძიმედ არის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა, დაანგრიოს, მოახდინოს მისი პარალიზება. მას გათვლილი აქვს ყოველი დღე და სწორედ ამიტომ უნდა, რომ ხვალ დილისთვის დამთავრდეს პროცედურა. უნდათ, რომ ძღვენი მიართვან ყრილობისთვის ბიძინა ივანიშვილს. ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, შესაბამისად ჩვენ ხვალ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ ვტოვებთ და ბოიკოტს ვუცხადებთ ამ სესიას.

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განსახილველად ხვალ გასამართ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები