კოალიცია ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: მანანა კობახიძე თანამდებობისთვის შეუფერებელია

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ვიცესპიკერი მანანა კობახიძე თანამდებობისთვის შეუფერებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე და ის ვიცესპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა? ვინაიდან მანანა კობახიძეს არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის. ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანია და თავაზიანია, მაგრამ პარლამენტის ვიცესპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს? - კითხვები მეც მაქვს. ის თანამდებობას არ შეეფერება. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის.

ვიცესპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას - მეჭიაური თუ ბერძენიშვილი? - ვინაიდან, დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა და თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევდა. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე - კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო სჯობს", - ფიქრობს ბერძენიშვილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ ბერძენიშვილსა და მეჭიაურს შორის, თამაზ მეჭიაური აირჩია.

კომენტარები