კოალიცია ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: თამაზ მეჭიაურის და ქართული ოცნების გზები გაიყარა

ვფიქრობ, რომ ეს [მეჭიაურის წასვლის] საკითხი ამოიწურა. ბატონი თამაზის აზრები არ დაემთხვა პრემიერის აზრს და მიუხედავად მცდელობისა, გადაგვეტანა ეს რესპუბლიკელებთან დაპირისპირებაში, მაინც აღმოჩნდა დაპირისპირება საკუთარ პარტიასთან. იმ დამოკიდებულებებით, რაც გამოამჟღავნა გუშინ ქართულმა ოცნებამ, ბატონი თამაზის და ქართული ოცნების გზები გაიყარა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. არც არასდროს ყოფილა. საწყენია, რომ ჩვენ მოგვიწია ამაზე მითითება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვქენით და მათ თავისი გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია, როცა სხვა მიგითითებს ისე იმოქმედო, მაგრამ საქმემ აიძულა და მგონი, სამართლიანი იყო პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება, რომ თუ იგი იქნება არჩეული პარტიის ლიდერად, იმ ადამიანებთან ერთად არ იმუშავებს, ვისაც არ სჯერა ევროპის, ჩვენი ევროპული მომავლის და NATO-სი.

რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ქართულ ოცნებასა და მის წევრ თამაზ მეჭიაურზე.

კომენტარები