კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: ივანიშვილი ალბათ იტყვის, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს პერსპექტივა აქვს

სატელეფონო საუბარი მქონდა ბიძინა ივანიშვილთან და ეს საკითხები ყრილობის შემდეგ გადავდეთ. მართალია, იმ პოზიციაზეა, რაზეც ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, კიდევ ერთხელ ავუხსნი ჩემს ხედვებს, ისიც, ალბათ, მაინც იგივეს დაადასტურებს, რომ მას მიაჩნია, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს პერსპექტივა აქვს, ალბათ, ისევ იმ პიროვნებების ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით, რომელსაც მას აძლევენ, ან შეიძლება, მას კიდევ დამატებითი ინფორმაციაც აქვს, რომელიც მე არ მაქვს, აქედან გამომდინარე, ვილაპარაკებთ, შევჯერდებით - ხომ კარგი, თუ არადა დავემშვიდობებით, არა სამუდამოდ

ამბობს ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები