ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა ოკუპანტებმა საჩხერეში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა საჩხერეში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოქალაქეები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზთან ახლოს ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მომხდარს ადასტურებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ 9 მოქალაქის დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ მოხდა.

კომენტარები