კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: შვილებს ვფიცავარ, პრემიერზე ნაღდად არ ვარ განაწყენებული

შვილებს ვფიცავარ, პრემიერზე ნაღდად არ ვარ განაწყენებული. განაწყენების მომენტი შეიძლება, სულ სხვა რაღაცაზე მქონდეს. ჩემი განცხადებების შემდეგ და პრემიერის განცხადების შემდეგ, ალბათ, საერთოდ არ უნდა ვიყო საარჩევნო სიაში, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა პრემიერმა უკვე ცალსახად დააფიქსირა ფაქტობრივი თანხვედრა იმ საგარეო კურსისა, რომელიც რესპუბლიკელებს აქვთ და, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად შეუთავსებელია. ხმაურისა და დემარშების გარეშე, უბრალოდ, გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას დამოუკიდებლად ჩვენი პარტიისგან. მხოლოდ ამას გავაკეთებ ღირსეულად, ადამიანურად, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, როგორც პრემიერმინისტრთან, ასევე ყოფილ პრემიერმინისტრთან და ჩემთვის ყველაზე პატივსაცემ პიროვნებასთან, ბიძინა ივანიშვილთან.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფასებს. პრემიერმინისტრის თქმით, გუნდში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ეჭვები აქვთ საგარეო კურსთან მიმართებით.

კომენტარები