ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გუშინ მომხდარ აფეთქებებს მინიმუმ 93 ადამიანი შეეწირა, 87 კი მძიმედ დაშავდა.
პირველი აფეთქების შედეგად სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა. დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
პირველი აფეთქება ბაღდადის ცენტრალურ ბაზართან მოხდა. სადაც, დანაღმული მანქანა „პიკის საათის" დროს აფეთქდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. დაზიანებულია შენობები და მანქანები.
მოგვიანებით კი, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის პუნქტებთან აიფეთქა თავი, რასაც 29 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუნიტური დაჯგუფების სამიზნე შიიტი სამხედროები იყვნენ.