კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: პრემიერმინისტრს ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს

პრემიერმინისტრს ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არაადეკვატურია და შეიძლება, შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, რომელიმე ომში. ქალბატონს არ შეიძლება, თოფი დააჭერინო ან გადაწყვეტილების უფლება მისცე. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს. ასე არ ხდება, რომ დაატარებს რაღაცებს აქეთ-იქით. ქართული ოცნებაა, მაგრამ, ფაქტობრივად, მართავენ რესპუბლიკელები, მაგრამ არ გამოვა. 

ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური რესპუბლიკელ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე.

კომენტარები