რესპუბლიკელებისა და მეჭიაურის დაპირისპირება

მეჭიაური: შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ პრემიერს დილემა ავაცილო

არ ვიცი, პოლიტსაბჭოს ვინ ატარებს ან როდის ატარებენ. რაც შეეხება ჩვენ შორის დაპირისპირებას, ვინ უნდა აირჩიოს პრემიერმა, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, ამ შემთხვევაში არ მინდა, პრემიერი ჩავაყენო მძიმე მდგომარეობაში და კონსულტაციების შემდეგ შეიძლება, მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას ამ დილემის წინაშე არ დატოვებს

ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები