რესპუბლიკელებისა და მეჭიაურის დაპირისპირება

პრეზიდენტი მეჭიაურსა და რესპუბლიკელებზე: მათ შორის არსებითი განსხვავება არაა

ჩემთვის ამ პარტიებსა და პოლიტიკურ ფიგურებს შორის განსხვავება არ არის, იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდზე სიარულია და პრეზიდენტი სხდომას რომ მოიწვევდა, ტელევიზიით მოუწოდებდნენ, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ ამ სხდომაზეო, იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს პრეზიდენტის დაძახილზე. ეს ის გუნდია, რომელიც უნისონში მიპირისპირდებოდა, როდესაც იყო პრინციპულ საკითხებზე მსჯელობა და ის გუნდია, რომელიც უნისონში ვერ ხედავდა ხელისუფლებაში ჩემს ადგილს. ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს. ეს გუნდი უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს უცხოეთიდან კორესპონდენცია არ მიეღო და ა.შ. ამიტომ ამ კამათში მე ნაკლებად ვერთვები

საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რესპუბლიკელებისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირებაზე

კომენტარები