საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ტყემალაძე: ხალხს კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების საკითხი აწუხებს

ტაბულა

ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პრეზიდენტის მოსაზრებას არ ეთანხმება კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზურაბ ტყემალაძე. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ბევრად მნიშვნელოვანი მოქალაქეების შიმშილი და ოკუპაციის საკითხია. ტყემალაძის თქმით კი, საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების საკითხი აწუხებს.

"ეს ის თემაა, რომელიც აწუხებს ქართველ მოსახლეობას. ეს ის თემაა, რომელიც სასურველი იქნებოდა, რომ გაგვეტანა და ხალხს მიეღო გადაწყვეტილება, რეფერენდუმიც კი ჩატარებულიყო. ეს არის ის თემა, რომელიც ძალიან ძირეულადაა დაკავშირებული ქართულ ტრადიციებთან და თვითშეგნებასთან", - თქვა ტყემალაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის პირველ საკანონმდებლო დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

კომენტარები